Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ მილანმა დაუმსახურებლად გაიმარჯვა“

სიმონე ინძაგიმ მილანთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„საბოლოო შედეგი სამართლიანი არ არის, ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩვენ მილანში გარკვეული პრობლემებით ჩამოვედით, ტრავმების მხრივ საკმაოდ დიდი დანაკლისი გვქონდა, თუმცა კარგად ვითამაშეთ და მეტი დავიმსახურეთ.

„ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით და ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მეტი ყურადღებით უნდა გვეთამაშა. მილანი შესანიშნავ ფორმაშია და არის მიზეზი, თუ რატომ არიან ისინი დაუმარცხებლები. ჩვენ მატჩიდან პოზიტიური ასპექტები უნდა დავინახოთ და შედეგი დავივიწყოთ, ჩვენ დღეს დომინანტი გუნდი ვიყავით.

„ტეოს გოლის თავიდან აცილება შეგვეძლო და გვმართებდა კიდეც. ლუის ალბერტომ მას ბევრი სივრცე მისცა. ძალიან ვწუხვარ, რადგან ლაციომ წაგება არ დაიმსახურა.“

ლაციომ საწყის 14 ტურში 23 გოლი გაუშვა…

„ჩვენ უფრო მეტი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, ბევრი გაშვებული გოლი მხოლოდ დაცვის პრობლემა არ არის. დღეს გუნდი სწორი მიდგომით მოედანზე არ გავიდა, ისეთი გუნდის წინააღმდეგ კი, როგორიც მილანია, ეს დამღუპველია.

„ჩვენ ახლა პრობლემები გვაქვს და ქულებს ვკარგავთ, თუმცა ლაციო აუცილებლად დაბრუნდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს კარგად ვითამაშეთ და წაგება არ დაგვიმსახურებია.

„რატომ შევცვალე მილინკოვიჩ-სავიჩი და იმობილე ? ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ისინი დაღლილები იყვნენ, მე სხვა გზა არ მქონდა.“