Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ მნიშნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი მატჩი…“

სიმონე ინძაგიმ შახტართან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუნრა.

შეხვედრა ხვალ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, 20:45 საათზე დაიწყება.

„შახტარი ბოლო წლებში ევროპულ ტურნირებზე ძალიან კარგად ასპარეზობს, მათ ძლიერი და დაბალანსებული გუნდი ჰყავთ, ამიტომ ხვალინდელ მატჩში ჩვენ მარტივი გასეირნება ნამდვილად არ გველოდება.

„იქნება თუ არა ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი ? არა, მაგრამ ხვალინდელი შეხვედრა ნამდვილად ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ ატალანტას წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რამდენიმე ინდივიდუალურმა შეცდომამ ქულები დაგვაკარგვინა და იგივეს განმეორება ჩემპიონთა ლიგაზე ძვირად დაგვიჯდება.

„რობერტო დე ძერბიმ შახტარი სულ ახალხანს ჩაიბარა, მაგრამ გუნდს მისი ხელი და საფეხბურთო ხედვა უკვე ეტყობა. ისინი ძალიან კარგ, შეტევაზე კონცენტრიებულ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენ მათ კონტრ-შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ.

„ჩვენ პასების დროს უფრო ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, რადგან ასეთ შეცდომებს როგორც წესი ძალიან სახიფათო კონტრ-შეტევენი მოყვება.

„ცვლილებები ? როდესაც ასეთი დატვირთული კალენდარი გაქვს, გუნდის როტაცია გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ შეტევაზე ორიენტირებული მენტალიტეტი გვაქვს და ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, ინტერი საკუთარ იდენტობას არ დაკარგავს.“