Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ მოურინიოს წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო იქნება“

სიმონე ინძაგიმ რომასთან მატჩის წინ პრსე-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ რომში დე ვრეის, კოლაროვის, რანოკიას და დარმიანის გარეშე ვითამაშებთ და ვფიქრობ, რომ ისინი მადრიდის რეალთან ან კალიარისთან დაგვიბრუნდებიან.

„ბასტონის სიცხე აღარ აქვს, მაგრამ მას ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ზოგი ფეხბურთელი კი ცოტა დაღლილია, ამიტომ ჯერ სასტარტო შემადგენლობის შესახებ ვერაფერს გეტყვით.

„ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში მარტივი არ არის. ვფიქრობ, რომ კალენდრის შედგენაზე უკეთ უნდა იმუშაონ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ არსებულ სიტუაციას შევეგუოთ.

„ჩვენ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომელიც შობამდე შეხვედრების ციკლში ყველაზე რთულია, თუმცა ინტერის რიგებში ტრებლის მომტანი მწვრთნელის შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იქნება, რადგან მე მასთან დაპირისპირების საშუალება აქამდე არ მქონია.

„ლაუტარო ? ის ძალიან ახალგაზრდაა და ასე უნდა გააგრძელოს. მარტინესი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ჯერ მას თავისი პოტენციალის მაქსიმუმი არ უჩვენებია.

„სკუდეტო ? ჯერ ამ საკითხზე ფიქრი ადრეა, ახლა ჩვენი ამოცანა ლიდერებთან ქულების მაქსიმალურად შემცირებაა. მაშინაც კი, როდესაც ჩვენს შორის სხვაობა შდარბეთ დიდი იყო, მე არ ვნერვიულობდი, რადგან ჩვენ ყოველთვის ხარისხიანად ვთამაშობდით და ზოგ მომენტებში უბრალოდ არ გვიმართლებდა.

„ჯეკოს დაბრუნება ოლიმპიკოზე ? რა თქმა უნდა, ეს მისთვის ემოციური და მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ედინი უდიდესი პროფესიონალია და ის ახლა ინტერის ფეხბურთელია, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ბოლომდე დაიხარჯება.“