Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ მძიმე, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება“

ლაციოს თავკაცმა კროტონესთან რთული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„ეს იყო მატჩი, რომელშიც გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვსურდა. ჩვენ ბოლონიასთან, იუვენტუსთან, ბაიერნთან და ინტერთან დავმარცხდით და 3 ქულა გვჭირდებოდა.

„დღეს ჩვენ მძიმე, მაგრამ მნიშნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ლაციომ მოედანზე გული და სული დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„სამწუხაროდ დღეს კვლავ ის შეცდომები დავუშვით, რაც ბოლო პერიოდში ხშირად ჩანს. ჩვენ კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა ცვლილებები დაგვეხმარა.

„კაისედო ? ჩვენ მისი მნიშვნელობა კარგად ვიცით. როდესაც ფელიპე მწყობრშია, მას გუნდისთვის ძალიან დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.“

იმობლეს ზედიზედ 5 მატჩია, რაც გოლი არ გაუტანია…

„მას ეს პრობლემა გასულ სეზონშიც ჰქონდა, თუმცა ეს დროებითია და ძალიან მალე ჩირო ჩვეულ შედეგიანობას დაუბრუნდება.“