Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ნაპოლის დამარცხება ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზეც დაგვეხმარება“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ შახტართან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ სერია ა-ს გასულ ტურში ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და დავამარცხეთ გუნდი, რომელსაც ევროპაში საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლის დამარცხება გუნდის თავდაჯერებულობაზე დადებითად იმოქმედებს, რადგან ამ სეზონში ტოპ გუნდი პირველად დავამარცხეთ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს თამაშზე დადებითად აისახება.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი ჩვენს ხელშია, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შახტარის წინააღმდეგ 3 ქულის აღება გვჭირდება. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ და პირველ მატჩსიც კარგად გამოჩნდა, თუ რამდენი პრობლემის შექმნა შეუძლიათ მათ ჩვენთვის.

„შახტართან პირველ დაპირისპირებაში ინტერს ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ და ხვალ იმავე შეცდომების განმეორების უფლება აღარ გვექნება.

„ტრავმირებულები ? სტეფან დე ვრეის და ალექსის სანჩესის თამაში ხვალინდელ მატჩში გამორიცხულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სხვა ყველა ფეხბურთელი ამ დაპირისპირებისთვის 100 პროცენტით მზად იქნება.


„ბარელამ და კორეამ ნაპოლისთან მატჩში შეცვლა ითხოვეს, ჯეკო კი მზად ისედაც არ იყო, თუმცა ისინი მაინც ბოლომდე დაიხარჯნენ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოგვიტანეს.“