Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი პიანიჩის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონე ინძაგი იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს.

ბოსნიელი ფეხბურთელი გასულ სეზონში ტურინიდან ბარსელონაში გადაბარგდა, თუმცა მისი ესპანური კარიერა არ აეწყო და იტალიაში დაბრუნება სურს. პიანიჩის პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა, მაგრამ ის არც ინტერში თამაშზე იტყოდა უარს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა პიანიჩს 42 მილიონად აფასებს, თუმცა გუნდი მზად არის ბოსნიელი იჯარის წესით გაუშვას, თუ დაინტერესებული მხარე ხელფასს სრულად გადაიხდის.

გათიშვა