Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ პლეი-ოფში გასვლა ჩვენთვის ტიტულის ტოლფასია“

ლაციომ მძიმე ბრძოლაში ბრიუგესთან ქულის აღება მოახერხა და 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა მოახერხა.

ლაციომ 10 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი 13 ქულით დორტმუნდი გავიდა, რომელმაც ზენიტი 2 – 1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სიმონე ინძაგიმ გააკეთა.

„ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ, ჩვენ ჯგუფში არც ერთი თამაში არ წაგვიგია, ამიტომ ლაციო დამსახურებულად გავიდა.

„დღეს გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ვერ მოვიგეთ, კმაყოფილი ვარ. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭები გადაღლილები იყვნენ, თუმცა მე მათ მსხვერპლზე წასვლა და ბოლომდე ბრძოლა ვთხოვე, რაც მათ გააკეთეს კიდეც.

„ერთადერთი, რამაც გული დამწყვიტა არის ის, რომ ამ დიდებულ მომენტს გულშემატკივრებთან ერთად ვერ ვზეიმობთ.

„ჩვენთვის შემდეგ ეტაპზე გასვლა ტიტულის მოგებასავით არის. გუნდს უკეთ თამაში შეეძლო, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, ახლა ყველამ ერთად უდნა აღვნიშნოთ დაუღალავი შრომის შედეგი, რომელმაც აქ მოგვიყვანა.“