Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ რთული მატჩი პარმასთან, ლუკაკუ მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ კოპა იტალიაზე პარმასთან მატჩზე ისაუბრა.

ნერაძურის პარმასთან გამარჯვების მოსაპოვებლად დამატებით დროში თამაში მოუწია, თუმცა ლაუტარო მარტინესისა და ფრანჩესკო აჩერბის გოლების წყალობით მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.

„ეს ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ჩვენ შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ პარმამ პირველივე დარტყმა გოლად აქცია, რამაც საქმე ძალიან გაგვირთულა. უკეთესი იქნებოდა, ჩვენ 120 წუთის თამაში რომ არ დაგვჭირვებოდა, მაგრამ გასულ სეზონში ემპოლისთანაც იგივე მოხდა, ამიტომ წინ ოპტიმისტურად ვიყურებით.

„მონცასთან მატჩი ? მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა მსაჯის შეცდომამ იქონია, ამიტომ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ

„ლუკაკუ ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის დაბრუნებაზე ბევრი ვიმუშავეთ და სამწუხაროა, რომ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმის გადატანა მოუწია. ჩვენ მას დასვენების საშუალებას მივცემთ და დარწმუნბული ვარ, რომ რომელუ მოედანს კიდევ უფრო ძლიერი დაუბრუნდება.“