Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ რითმი უნდა შევინარჩუნოთ“

სიმონე ინძაგიმ კალიარისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვიცოდით, რომ ეს რთული თამაში იქნებოდა, თუმცა ბიჭები მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით და მონდომებით გავიდნენ და მეტოქეს ფაქტობრივად სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება არ მისცეს.

„ჩვენ ეს რითმი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან სეზონის სტარტზე ტრავმებისა და კორონა ვირუსის გამო ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ და ახლა შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს.“

ლაციო ახლა რომასთან ერთად 40 ქულთ მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო ტურში ინტერს დაუპირისპირდება.

„ჩვენ მიმდინარე სეზონში ორი მიზანი გვქონდა. პირველი, გავსულიყავით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, რაც უკვე 20 წელია არ გაგვიკეთებია და მეორე, დავრჩენილიყავით სერია ა-ში ევროპის ზონაში.

„სერია ა-ში ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის 7 გუნდი იბრძვის და თითოეული მათგანი, მათ შორის ჩვენც, ბოლომდე იბრძოლებს.

„ჩემი კონტრაქტი ? მე ლაციოსგან წინადადება სამი დღის წინ მივიღე, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მე მას 15 წელია ვიცნობ და არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეგვექმნება.“