Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლაციოსთან რომში მარცხის შემდეგ ძალიან მოვუმატეთ“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ პირველ შეხვედრაშიც დავრწმუნდით, რომ ლაციოს წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის. წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

„ინტერი რომში განცდილი მარცხის შემდეგ საგრძნობლად განვითარდა, ახლა ჩვენი პოტენციალის გამოყენებას უკეთ ვახერხებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინ მარტივი მატჩი გველოდება.

„მილინკოვიჩ-სავიჩი ? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, მაგრამ ლაციოს მის გარდა სხვა უამრავი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც უნდა ვუფრთხილდეთ.“