Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ სატურნირო ცხრილი უნდა დავივიწყოთ და გამარჯვებები გავაგრძელოთ…“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ლაციოსთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ეს მარტივი შეხვედრა არ იყო, რადგან კარგად ვიცით, რომ ლაციოს შესანიშნავი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს, რომელიც თავის გუნდს მატჩებისთვის ძალიან კარგად ამზადებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ 2022 წლის დაწყება გამარჯვებით გვსურდა და თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩვენ ეს 3 ქულა დავიმსახურეთ, რის გამოც ბედნიერი ვარ. ოთხშაბათს ჩვენ გამორჩეული მატჩი გველოდება და ლაციოს დამარცხება მენტალურად მნიშვნელოვანი იყო.

„მე გამიმართლა, რომ მყავს უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი და ისინიც კი, რომლებიც ყველა მატჩში მონაწილეობას არ ღებულობენ, გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან, ამის ნათელი მაგალითი კი გალიარდინი გახლავთ.

„ვართ თუ არა ფავორიტები ? 22 ოქტომბერს, როდესაც ლიდერებთან ჩამორჩენა 7 ქულა იყო, ჩვენ ფავორიტად არავინ მოგვიხსენიებდა. ახლა, როდესაც ზედიზედ 8 გამარჯვება მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა ხალხი ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ სატურნირო ცხრილი უნდა დავივიწყოთ და თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.“