Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ სეზონის პირველ მიზანს მივაღწიეთ“

სიმონე ინძაგიმ შახტართან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნერაძურიმ უკრაინელების დამარცხება მოახერხა და თუ მადრიდის რეალი შერიფთან არ დამარცხდება, ნერაძური 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავა.

„ჯეკოს გოლი ჩვენი მხრებიდან ტვირთის მოხსნას ჰგავდა, რადგან შახტართან გოლის გატანა ძალიან გვიჭირდა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ძალიან დიდი მიღწევაა, ეს მიმდინარე სეზონში უპირველესი მიზანი იყო, რომელიც ჩვენ იმ დღეს დავისახეთ, როდესაც მე ინტერთან კონტრაქტი გავაფორმე.

„ჩვენ ზედიზედ 3 გამარჯვება დაგვიგროვდა და პლეი-ოფის საგზურის მოპოვება სერია ა-ში ნაპოლის დამარცხების შემდეგ ორმაგად კარგი გრძნობაა.

„შეგვიძლია თუ არა ორივე ტურნირზე ბოლომდე თამაში ? ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სერია ა-ში ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, ამიტომ ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

„ბიჭები შესანიშნავები არიან, ისინი მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია.

„პერიშიჩი ? ის თავს კარგად გრძნობს და გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. კონტრაქტის სიტუაციაზე გუნდის ხელმძღვანელობა მუშაობს, მაგრამ მე ვიცი, რომ სანამ ივანი ჩვენთან არის, ის ყოველთვის 100 პროცენტით დაიხარჯება.“