Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება“

ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა იუვენტუსის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ტესტებზე გარკვეული გაუგებრობა არსებობს, სხვადასხვა ლაბორატორია განსხვავებულ პასუხებს აჩვენებს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იმობილე, სტრაკოშა და ლეივა ხვალ სათამაშოდ მზად იქნებიან.

„ჩვენი პრეზიდენტი პროტოკოლს ყოველთვის ზედმიწევნით იცავდა და არსებული არეულობა მხოლოდ გაუგებრობაა. ლაციოს არანაირი კანონი არ დაურღვევია, გადაჭარბებული კრიტიკა კი ჩვენ უფრო გვაძლიერებს და მოტივაციას გვმატებს.

„საბენდიეროდ, ლუის ალბერტოს ტესტი ვირუსზე ნეგატიურია და ის გუნდს დაუბრუნდება, მანუელ ლაცარის და ანდერსონის მდგომარეობას დღეს შევაფასებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ, გუნდს ახლა ყველა ფეხბურთელი სჭირდება, რადგან ვარიანტები შეზღუდული გვაქვს.

„სიმართლე რომ გითხრათ, შედეგი, რასაც ჩვენ ბოლო თამაშებში მივაღწიეთ, სასწაულის ტოლფასია, რადგან გუნდს მხოლოდ 13 ფეხბურთელი ჰყავდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ, ბიჭები ქების მეტს არაფერს არ იმსახურებენ.

„ბოლო დღეები იუვენტუსის თამაშებს ვაანალიზებდი და ჩემი აზრით, ისინი კარგად გამოიყურებიან. ანდრეა პირლოს ძალიან მკაფიო და კარგი იდეები აქვს, მისი სტაფი კარგად მომზადებულია და ჩემი აზრით, იუვე იტალიაში კვლავ საუკეთესოა.

„იუვესთან ძალიან კარგი მატჩები გვქონდა, და ორჯერ მათი დამარცხებაც მოვახერხეთ. ახლა ტურინელები ძალიან შეიცვლანენ, მათ უფრო ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავთ და სკუდეტოს მოპოვების ფავორიტებად მათ მივიჩნევ.“