Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ სკუდეტოზე საუბარი ჯერ ადრეა…“

სიმონე ინძაგიმ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დღეს ინტერის ხასიათ და გამარჯვებულის მენტალიტეტი ყველას დავანახეთ. მე მოვედი გუნდში, რომელიც ჩემპიონებით არის სავსე და ჩვენ ნელ-ნელა ერთად ვვითარდებით.

„პირველ ტაიმში ჩვენ გაგვიჭირდა და ფიორენტინას შემოთავაზებულ ტემპს ვერ ვუმკლავდებოდით, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ხელთ ვიგდეთ და 3 გოლის გატანა მოვახერხეთ.

„თაური გოლების სიმრავლე ? ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მეორე სართულზე თამაში შესანიშნავად შეუძლიათ და ეს უპირატესობა ჩვენს ერთ-ერთ იარაღად უნდა ვაქციოთ. აქ თამაში მარტივი არასოდეს არ არის, მაგრამ ეს გამარჯვება გუნდს ენთუზიაზმს და თავდაჯერებულობას შემატებს.

„ცვლილებები ? გოლამდე ჯეკოს გაყვანას ვაპირებდი, დარმიანზე კი ვფიქრობდი, მე ძალიან კარგი შემადგენლობა მყავს და შემიძლია როტაციას ისე მივმართო, რომ გუნდის საერთ დონე არ შევამცირო, მაგრამ საბედნიეროდ ჯეკომაც და დარმიანმაც შესანიშნავად იასპარეზეს და საჭრო გოლები გაიტანეს.

„სკუდეტო ? ზაფხულში მომხდარი ამბების შემდეგ, რის შედეგადაც სამი მნიშნელოვანი ფეხბურთელი: ლუკაკუ, ჰაკიმი და ერიქსენი დავკარგეთ, ჩვენ სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდად არავინ მოგვიაზრებდა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით, მუშაობა გავაგრძელეთ და ახლა ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია.

„ჯერ ჩემპიონატი სულ ახლახანს დაიწყო და ახლა საბოლოო შედეგზე ფიქრი ადრეა, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი თითოეულ მატჩში მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში და გამარჯვებისთვის ბრძოლაა, სეზონის ბოლოს კი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სანანებელი არაფერი გვექნება.“