Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ სკუდეტოს მოგების შანსი გვაქვს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“

სიმონე ინძაგიმ უდინეზესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ამ თამაშში ძირითადი შემადგენლობის როტაციას არ ვგეგმავ, რადგან მას შემდეგ, რაც ჩვენ 5 ცვლილების საშუალება გვაქვს, ფეხბურთი შეიცვალა.

„კარგი იქნებოდა, რომ ხვალინდელი მატჩისთვის უფრო მეტი ვარიანტი მქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვედატ მურიქი და სენად ლულიჩი არ გვეყოლება, ლუის ფელიპეს თამაში კი საეჭვოა.

„კარში ვინ იქნება ჯერჯერობით არ ვიცი. სტრაკოშა და რეინა ძალიან ძლიერი კიპერები არიან და ეს პრობლემა არ არის.

„სკუდეტო ? ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლის პოტენციალი გვაქვს, რადგან გუნდში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.“