Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ სრულყოფილად თამაში გვმართებს“

ინტერთან მატჩის წინ სიმონე ინძაგიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სეზონი ჯერ ახლახანს დაიწყო, თუმცა მოკლე დროში მეორე თამაშის გამართვა გვიწევს.

„გასულ ტურში ატალანტასთან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც 4 – 1 წავაგეთ, რადგან ისეთი შეცდომები დავუშვით, რაც ასეთ გუნდებთან თამაშისას არ შეიძლება.  უბრალოდ კარგი მატჩი საკმარისი არ არის, ხვალ ჩვენ სრულყოფილი ლაციო გვჭირდება.

„ინტერს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, შესანიშნავი მწვრთნელით და ძლიერი სკამით და მათი დამარცხება მხოლოდ მაქსიმალური კონცენტრაციით და მონდომებით შეიძლება.

„იქნება თუ არა ფარესი ? მას გუნდთან ერთად სრული სამწვრთნელო სესიის ჩატარების საშუალება არ ჰქონია, თუმცა დიდი ალბათობით, ის განაცხადში იქნება.

„ჩვენ კარგი წინა სეზონი გვქონდა, მოვიგეთ
Supercup და მოვიპოვეთ ჩემპიონთა ლიგის საგზური, ამიტომ გულშემატკივარი ჩვენგან ახლა უფრო მეტს მოითხოვს, ამიტომ ჩვენ ნებისმიერი მატჩის მოგება უნდა ვცადოთ.“