Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ტორინოსთან 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ“

რომაულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, ლაციო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ბიანკოჩელესტი მომდევნო სეზონში ევროპა ლიგას დასჯერდება, თუმცა ტორინოსთან მატჩის წინ სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ ლაციო ხვალ 3 ქულისთვის მაინც იბრძოლებს.

„ჩვენ დერბიში განცდილი მარცხის გამო ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და გვსურს, რომ სერია ა-ს პატივი ვცეთ და მოტივაციის ნაკლებობის მიუხედავად, ტორინოსთან მატჩში 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ.

„ხვალ საშინაო არენაზე მიმდინარე სეზონში ბოლო მატჩს გავმართავთ და გვსურს, რომ ოლიმპიკოზე ნაჩვენები წარმატებული სერია გავაგრძელოთ. გუნდმა სახლში ზედიზედ 12 შეხვედრა მოიგო, რაც ლაციოს რეკორდია.

„ხვალ აკერბი დისკვალიფიკაციის და ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. თამაშს ვერც კორეა მოახერხებს, სხვა ფეხბურთელების სიტუაციას კი დღეს შევაფასებთ.“