Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ უმნიშვნელოვანესი და დამსახურებული გამარჯვება“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორც ყოველთვის, ბიჭები მოედანზე დღესაც 100 პროცენტით დაიხარჯნენ. დღეს ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ნაპოლიმ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ისინი ამ მომენტამდე დაუმარცხებლები იყვნენ, თუმცა ჩვენ ჩვენი ძალების რწმენა ყოველთვის გვქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

„მინდა დღეს მოედანზე გასულ თითეულ ფეხბურთელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მათ დავალება კარგად შეასრულეს და ქომაგებთან ერთად უმნიშნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

„ახლა ჩვენ უნდა დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი უმნიშნელოვანესი მატჩისთვის მოვემზადოთ. დღეს ჯეკო, ბარელა და ბასტონი სათამაშოდ 100 პროცენტით მზად არ იყვნენ და იმედია ჩემპიონთა ლიგაზე ამ მხრივ უკეთესი სიტუაცია გვექნება.“