Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ უმნიშვნელოვანესი თამაში ლაციოსთვის…“

სიმონე ინძაგიმ ფიორენტინასთან ამტჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ბიანკოჩელესტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის უმნიშნელოვანესია და 3 ქულისთვის ბრძოლა ბოლომდე მოგვიწევს, რადგან სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ჩვენ შეცდომების უფლება აღარ გვაქვს.

„საბედნიეროდ, 3-თვიანი პაუზის შემდეგ გუნდს ლუის ფელიპე უბრუნდება, რაც სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთში ნამვილად კარგი ამბავია.

„მინდა უესლი ჰოედტს ამ სეზონისთვის მადლობა გადავუხადო, ის დიდი პროფესიონალია, რომელიც გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა.

„ჩვენ ფიორენტინა კარგად შევისწავლეთ, მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ, რომლებმაც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი მიქსი შექმნეს.

„ვლაჰოვიჩი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მას ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ, რიბერის დავიწყება კი არასოდეს არ შეიძლება. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ფიორენტინას კარგი ნახევარდაცვა და დაცვის ხაზი ჰყავს.

„ჩვენ ხვალ რთული მატჩი გველოდება, თუმცა ლაციო მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავა, რადგან თუ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვსურს, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს.“

გათიშვა