Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ შემადგენლობის გაძლიერებას დამპირდნენ“

ლაციოს მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის თქმით, გუნდის ხელმძღვანელები მას რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას დაპირდნენ, რომ მომავალი სეზონი გუნდმა უფრო მაღალ დონეზე ჩაატაროს.

„ჩვენ შესანიშნავი სეზონი გვქონდა, მოვიპოვეთ Supercoppa და 13 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. ამ ყველაფრის მიუხედავად, შეგვეძლო, რომ სატურნირო ცხრილში უკეთესი პოზიცია დაგვეკავებინა.

„პანდემიის შემდეგ ხშირმა ტრავმებმა და დატვირთულმა გრაფიკმა ჩვენს თამაშს დიდი დაღი დაასვა და დაგვანახა, რომ გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად ძლიერი სკამი სჭირდება.

„გუნდის ხელმძღვანელობა შემპირდა, რომ შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნებდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.