ინძაგი:“ შემადგენლობის მხრივ ყოველთვის პრობლემები გვაქვს“
სიმონე ინძაგიმ სამპდორიასთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 18:00 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.
შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო მანუელ ლაცარი და უესლი ჰოედტი მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ტრავმების გამო კი ლუის ფელიპე და სტეფან რადუ გუნდს მარტამდე ვერ დაეხმარებიან
„გასულ ტურში ინტერის წინააღმდეგ აშკარად უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენი მოგებათა სერია შეწყდა.
„ჩვენ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა მათ ლაციოს შეცდომები კარგად გამოიყენეს, რამაც საქმე ძალიან გაგვირთულა.
„ინტერთან მატჩის მსგავსად, სრული შემადგენლობით ვერც სამპდორიასთან ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ.
„ეს ძალიან უცნაური სეზონია, რომელშიც ტრავმებისგან დაზღვეული არც ერთი გუნდი არ არის, რადგან ჩვენ თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევს და ფეხბურთელების ძალების აღდგენის საშუალება ფაქტობრივად არ აქვთ.
„ბაიერნთან მატჩი ? ამ შეხვედრაში მონდომება, აგრესია და კონცენტრაცია ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სამპდორიასთან კარგი მატჩის ჩატარებაა, ჩემპიონთა ლიგაზე ამის შემდეგ ვიფიქრებთ.“