Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ჩემპიონატის შეჩერება არ შეიძლება“

გასულ სეზონში პანდემიის გამო სერია ა რამდენიმე თვით შეჩერდა და ვირუსის მეორე ტალღის ფონზე არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონატის კიდევ ერთხელ შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგეს.

„ვიცოდით, რომ ვირუსის პრობლემა შემოდგომაზე დაბრუნებოდა. ახლა ჩვენ უფრო მომზადებულები ვართ და პროტოკოლის შესრულების შემთხვევაში, ტურნირის გაგრძელებას მოვახერხებთ.

„ჩვენ ვირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ. ადრე თუ გვიან ვაქცინას აუცილებლად იპოვნიან, თუმცა ჩემპიონატის შეჩერება გამოსავალი არ არის, სერია ა არ უნდა შეწყდეს.“