Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ სასუოლოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ეს 20 დღეში მე-7 მატჩი იქნება, რაც ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი დატვირთვაა და ხვალ ჩვენ კიდევ ერთი რთული ტესტი გველოდება. გუნდში ფიზიკური და მენტალური გადაღლილობა იგრძნობა, მაგრამ ჩვენ მოედანზე 3 ქულისთვის გავალთ.

„ჯერჯერობით სასტარტო შეამდგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულები არ ვართ და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ხვალ მივიღებთ.“

ინტერმა სერია ა-ში 6 მატჩში 20 გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ უგოლოდაა.

„ეს უბრალოდ უიღბლობაა, ჩვენ როგორც რეალთან, ასევე შახტართან უამრავი კარგი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი შედეგები დავიმსახურეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩი გველოდება და ჩვენ დარჩენილ ტურებში ქულათა მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“

ინტერმა გასული ფინანსური წლის განმავლობაში 246 მილიონი დაკარგა…

„ზაფხულში ინტერის მთავარი მიზანი ფინანსური ბალანსის შენარჩუნება იყო, მომდევნო სეზონში ეს მაჩვენებლები აუცილებლად გამოსწორდება.

„გუნდის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იმუშავა და ჩვენ მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ.“