Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩემს მომავალს ლოტიტოსთან 9 დღეში განვიხილავ“

სიმონე ინძაგიმ პარმასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„გამარჯვების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ დღეს წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს საბოლოოდ დავემშვიდობებოდით.

„მართალია ოთხეულში შესვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და დღეს ბევრი ტრავმის და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების მიუხედავად, ბოლო წუთამდე თავი არ დავზოგეთ და გავიმარჯვეთ.

„ჩემი მომავალი ? ჩვენ წინ 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რის შემდეგაც 8-9 დღეში მე, ტარე და ლოტიტო დავსხლდებით და ვისაუბრებთ გუნდის პრობლემებზე, შედეგებზე და მომავალზე. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა იქნება ლაციოსთვის უკეთესი.“