Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ ბალანსი უნდა ვიპოვნოთ…“

სიმონე ინძაგიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ინტერმა საწყის 4 ტურში 15 გოლი გაიტანა…

„გატანილი გოლები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ბალანსი უნდა ვიპოვნოთ. მადრიდის რეალთან გუნდმა ძალიან ბევრი მომენტი გააცუდა, რაც ასეთი დონის მეტოქესთან დაუშვებელია და ამ ასპექტზე კიდევ უფრო მეტი უდნა ვიმუშაოთ.

„რატომ დარმიანი და არა დამფრისი ? ეს უბრალოდ როტაციაა, რომელსაც სეზონის მსვლელობისას ხშირად იხილავთ. ჩვენ რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თამაში გვიწევს და რა თქმა უნდა, ყოველთვის 11 ფეხბურთელით ვერ ვითამაშებთ.

„ჩალჰანოღლუ ? მე მისი მუშაობით ბედნიერი ვარ. ის ბევრს შრომობს, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და მან იცის, რომ მომატების პოტენციალი კიდევ აქვს.“