Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ გამარჯვება გვმართებდა“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ შახტართან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ვუპირისპირდებოდით გუნდს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და მათ დე ძერბის სტილი უკვე აშკარად ეტყობათ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა.

„ჩვენ დღეს გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში საკმარისად კლინიკურები არ ვიყავით.

„ახლა ჩვენ ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომდევო შეხვედრებზე ვიფიქროთ, ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

2 ტურის შემდეგ ინტერს 1 ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს, მადრიდის რეალსი დამარცხების შემდეგ კი 6 ქულით ჯგუფს შერიფი ლიდერობს, რომელიც ტურნირის დაწყებამდე აშკარა აუტსაიდერად მოიაზრებოდა.