Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ“

მილანის დამარცხების შემდეგ, სიმონე ინძაგიმ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვა და ფეხბურთელების შეფასებები იხილეთ აქ.

„ეს თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იყო, რადგან დღეს მარცხის შემთხვევაში, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს საბოლოოდ დაკარგავდა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და გამარჯვება დაიმსახურეს. დონარუმას სეივები რომ არა, დღეს ლაციო უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა.

„კორეა ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია და როდესაც თავს კარგად გრძნობს, მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია, როგორც ეს დღეს გააკეთა.

„ნაპოლისთან მძიმე მარცხის შემდეგ, ჩვენ ძლიერი მატჩის ჩატარება გვჭირდებოდა და ეს მოვახერხეთ კიდეც.

„რაზე ვისაუბრეთ მე და მალდინიმ მატჩის შემდეგ ? ჩვენ კორონა ვირუსზე ვსაუბრობდით, რადგან ორივე ჩვენგანს მისი გადატანა მოგვიწია, შეხვედრის შესახებ ჩვენ არ გვისაუბრია.

„წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თამაშები დაგვრჩა. ლაციოს ევროპულ ტურნირებზე თამაში უნდა და იმედი გვაქვს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგა იქნება, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ სეზონის ბოლოს გუნდს არანაირი სინანულის გრძნობა არ ჰქონდეს.

„მილანი ძალიან კარგი გუნდია, თუმცა მათ დღეს ლაციოს საუკეთესო ვარიანტთან მოუწიათ თამაში.“