Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“

სიმონე ინძაგიმ სასუოლოსთან მატჩის წინ, რომელიც ნერაძურის გამარჯვებით 1 – 2 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დღეს ჰანდანოვიჩმა შესანიშნავად ითამაშა და კრიტიკოსებს პასუხი გასცა.

„მან ბოგას საოცარი ბურთ აუღო, გამოსვლაზე კი ძალიან ჭკვიანურად ითამაშა და მსაჯმა სიტუაცია სწორად შეაფასა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, სასუოლოსთან მატჩი ძალიან რთული გამოდგა. სასუოლომ პირველ ტაიმში კარგი ტემპი შემოგვთავაზა, რომელთან გამკლავებაც გვიჭირდა.

„საბედნიეროდ ჩვენ თამაშში დავრჩით, მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვილებებმა კი საჭირო შედეგი გამოიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„ყოველ 3 დღეში ერთი თამაშის გამართვა ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი დატვირთვაა, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ როტაციას მივმართოთ. ეს 20 დღეში მე-7 მატჩი იყო და გასაკვირი არ არის, რომ გუნდი გარკვეულ მომენტებში ინერტული გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ საჭირო ქულები მოვიპოვეთ და მთავარი სწორედ ეს არის.“