Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ მეტი სტაბილურობა გვჭირდება“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კრემონეზესთან მატჩის წინ პეს-კონფერენცია გამართა.

„ემპოლისთან მატჩის გამო ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა საბედნიეროდ ჩვენ მომდევნო შეხვედრა მალევე გვიწევს და გვაქვს შანსი, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენ მატჩებს ყოველთვის ძალიან კარგად ვიწყებთ, ინტერი პირველ 15 წუთში გატანილი გოლებით სერია ა-ში ლიდერობს, თუმცა ჩვენ ეს შემართება მთელი შეხვედრის განამვლობაში უნდა შევინარჩუნოთ.

„სკუდეტო ? ახლა ნაპოლის დონეზე თამაშს სერია ა-ში ვერავინ ახერხებს, მათ თავიანთი ტურინი აქვთ. ჩვენ ახლა საბოლოო შედეგებზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენი მიზანია, გავხდეთ უფრო სტაბილურები და თითოეული ქულისთვის ვიბრძოლოთ, რადგან კონკურენცია ხუთეულისთვის ბრძოლაში ძალიან დიდია და ჩვენ უფლება არ გვაქვს, ქულები გავანიავოთ.

„კრემონეზე ძალიან კარგი გუნდია, რომლის დაუფასებლობა ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. მათ სეზონის მსვლელობისას არაერთი კარგი მატჩი ჩაატარეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კოპა იტალიიდან ნაპოლის გამოგდება მოახერხეს.

„კრემონეში დავიდე ბალარდინის მისვლის შემდეგ, გუნდი უფრო აგრესიულ და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ წინ მარტივი გასეირნება ნამდვილად არ გველოდება.“