Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ პრობლემები გვაქვს, მაგრამ ბიჭებს ბოლომდე ვენდობი…“

სიმონე ინძაგიმ სპეციასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების შემადგენლობები და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენ გარკვეული საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ მე გამიმართლა, რომ შესანიშნავ პროფესიონალებთან ერთად ვმუშაობ და ისინი გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან.

„ჩვენ დაცვაში დე ვრეი, კოლაროვი, რანოკია და დარმიანი გვაკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე ნებისმიერი ფეხბურთელი 100 პროცენტით დაიხარჯება. ბასტონი გასტროენტერიტის გამო გამოგვაკლდა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ!“