Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ შერიფთან ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება“

სიმონე ინძაგიმ Inter TV-სთან შახტართან მატჩზე ისაუბრა.

„მე მატჩს განმეორებით ვუყურე და ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ გასული სეზონის მსგავსად უკრაინაში 0 – 0 უნდა გვეთამაშა, რადგან ჩვენ არაერთი რეალური მომენტი შევქმენით და როგორც წესი, ასეთ შანსებს ხელიდან არ ვუშვებთ ხოლმე.

„ჩვენს წინააღმდეგ იყო შესანიშნავი შახტარი, რომელსაც ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი უძღვება და მისი ხელი გუნდს უკვე მკაფიოდ ეტყობა.

„ახლა ჩვენ ეს შეხვედრა უნდა დავივიწყოთ და შერიფთან 2-მატჩიან დუელზე ვიფიქროდ, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც კი იყოს. ჯერ ჯგუფში გადაწტვეტილი არაფერია და ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს.“