Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ურთულეს ჯგუფში ვართ…“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რომელსაც ნერაძური ვიქტორია პლზენის წინააღმდეგ გამართავს, კომენტარი გააკეთა.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით მე სასტარტო შემადგენლობა ფეხბურთელებისთვის არ მითქვამს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი ახლა მართებულია. ჩემი ბიჭები ხვალ გაიგებენ, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში.

„ჩვენ ხვალ რთული დაპირისპირება გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული და ჩვენ მარტივ გასეირნებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ჩვენი ერთადერთი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, რომელშიც თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ მათი განიავების უფლება არ გვაქვს.

„ტურნირზე კარგი სტარტ ივერ ავიღეთ, ბაიერნმა ჩვენ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, ინტერი ბრძოლას აგრძელებს.

„არის თუ არა ეს გადამწყვეტი მატჩი ? იმის გათვალისწინებით, რომ წინ კიდევ 4 შეხვედრაა დარჩენილი, არა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.“