Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ წინ ძალიან გრძელი გზა გველოდება“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ტორინოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და წელი პოზიტიურად დავასრულეთ. ტორინო ძალიან ორგანიზებული და სახიფათო გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენ მათ მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით.

„მომენტების რეალიზების მხრივ კვლავ გარკვეული პრობლემები გვაქვს და ამ ასპექტზე გუნდს ბევრი მუშაობა მოუწევს, თუმცა საერთო ჯამში ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ.

„ახლა მთავარია ჩვენ მენტალრი და ფიზიკური ენეგრია დავიბრუნოთ და ახალი წლიდან ახალი შემართებით შევუდგეთ მიზნისკენ სვლას.

„ჩვენი მიზნები ? ვიცი, რომ ინტერს ყველა ფავორიტად მოიაზრებს, თუმცა სეზონის სტარტზე ეს ასე არ იყო. ჩვენ ზამთრის ჩემპიონები ვართ და ტიტულის დაცვას ვაპირებთ, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული მატჩები გველოდება, ამიტომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.“