Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, თუმცა მიზანი უცვლელია…“

სიმონე ინძაგიმ ვენეციასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების ძირითადი შემადგენლობები და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„ჩვენი მეტოქე არის ძალიან ორგანიზებული გუნდი, რომელსაც კარგი პერიოდი აქვს და იმის მიუხედავად, რომ ისინი სერია ა-ში ახლახანს დაწინაურდნენ, მათ პრობლემები არაერთ გუნდს შეუქმნეს, ამიტომ ჩვენ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად კარგი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

„ცვლილებები ? საბედნიეროდ მე ძალიან ძლიერი გუნდი მყავს და როტაციის მიუხედავად ჩვენ მოედანზე ძლიერი შემადგენლობა გაგვყავს.

„ვენეცია დაცვაში ძალიან ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს, ამიტომ ჩვენ სივრცეები მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ და მათი მოედნის წინ კლინიკურები ვიყოთ. ჩვენი მიზანი დღეს, როგორც ყოველთვის, 3 ქულის მოპოვებაა.“