Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იოვიჩი მილანის რადარზე დაბრუნდა

ტონალის, დიასის და ტატარუსანუს ტრანსფერის შემდეგ, მილანისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ჩამშლელი ნახევარმცველის და ცენტრალური მცველის დამატებაა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იბრაჰიმოვიჩი სულ მალე 39 წლის ხდება და მას დატვირთულ სეზონში დამხმარე აუცილებლად დასჭირდება, მილანი მის დამხმარეს ეძებს.

მადრიდის რეალის შემტევს, ლუკა იოვიჩს როსონერის რამდენიმე კვირის წინ უკავშირებდნენ, თუმცა იმ დროისთვის მადრიდის რეალი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში იოვიჩმა სასურველი ფორმა ვერ აჩვენა და სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით სამეფო კლუბი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას განიხილავს.

გამოცემა DZAN-ის ინფორმაციით, როსონერი იოვიჩის იჯარით აყვანაზე თანახმაა და მზად არის, დიასის მსგავსად ის ეგრედ წოდებული მშრალი იჯარით აიყვანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიავოლოს მისი გამოსყიდვის საშუალება არ ექნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.