Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იოვიჩი მილანში გადასვლაზე თანახმაა

როსონერი მადრიდის რეალის შემტევის,ლუკა იოვიჩის გაფორმებასთან ახლოს არის.

ესპანურ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია,რომ იოვიჩმა მილანში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

რეალმა 22 წლის ფეხბურთელში ფრანკფურტს გასულ ზაფხულს 60 მილიონი ევრო გადაუხადა,თუმცა მან 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა და მადრიდის დატოვების მთავარი კანდიდატია.

მილანი ისეთ შემტევს ეძებს,რომელიც ფორვარდის პრობლემას დიდი ხანი მოუხსნის და ახალგაზრდა სერბი მათი ფავორიტი ვარიანტია.

Leave a Reply

Your email address will not be published.