Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იოვიჩს მილანში გადასვლა სურს

მილანი ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის სურვილი მადრიდის რეალს როსონერის პირობებზე დათანხმებას აიძულებს.

Calciomercato-ს მტკიცებით, ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ფეხბურთელის ახლო მეგობარია დაადასტურა, რომ იოვიჩს გუნდის დატოვება და მილანში გადასვლა სურს. მათი ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტსა და მილანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე ჩანიშნულია და მხარეებს იმედი აქვთ, რომ პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებენ და სერბი ფეხბურთელის ტრანსფერს იანვარში განახორციელებენ.

რეალი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც მილანი არ აპირებს. მალდინი სამეფო კლუბის წარმომადგენლებს ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.