Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ირვინგ ლოზანოს დრო ნაპოლიში ამოიწურა?

ჯენარო გატუზომ ნაპოლის გარემარბი ვარჯიშიდან გააგდო.იტალიელმა სპეციალისტმა მისი ვარჯიშისადმი მიდგომა და მონდომება დაიწუნა.

მექსიკელი ფეხბურთელი პსვ-დან ნაპოლიში გადასვლის შემდეგ ფორმის დაბრუნებას ვერ ახერხებს და მას შემდეგ,რაც გუნდში ჯენარო გატუზო მივიდა,მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდა.

Corriere dello Sport-ის ცნობით,ამ ინციდენტის შემდეგ მისი ნაპოლიში დარჩენის შანსები კიდევ უფრო შემცირდა.

გამოცემის მტკიცებით,24 წლის ფეხბურთელის შეძენით,რომელიც ნაპოლიში გუნდის სარეკორდო 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა,მანჩესტერ იუნაიტედი და ევერტონი არიან დაინტერესებულები.

იტალიელები მის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვენ.ლოზანომ ნაპოლის მაისურით 28 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლით და 2 ასისტით გამოიჩინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.