Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ისკოსთვის მილანი და იუვე იბრძოლებენ

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ მადრიდის რეალმა ისკოს გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა 18 მილიონამდე შეამცირა, ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ცნობით კი ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის მილანი, იუვენტუსი და ლივერპული იბრძოლებენ.

როსონერი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ისკოს სახელმა მილანთან მიმართებაში გასულ კვირეებში არაერთხელ გაიჟღერა, იუვენტუსი კი 29 წლის ესპანელ ფეხბურთელს უკვე რამდენიმე სეზონია აკვირდება, თუმცა აქამდე მისი სატრანსფერო ღირებულების გამო კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა.

Todofichajes-ის ცნობით, ისკოს რეალიდან წასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილია და იტალიურ გუნდებს მისი გაფორმებსი საკმაოდ კარგი შანსი აქვთ…