Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ისკოს პასუხი იუვენტუსს

ისკო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის აღიარებული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის რეალში რეგულარულად თამაშს ვერ ახერხებს. ესპანელ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე სურს თამაში და კარგად ესმის, რომ თუ მეტ სათამაშო დროს არ მიიღებს, მას ნაკრებში არ გამოიძახებენ, ამიტომ რეალიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

28 წლის ფეხბურთელის გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, მათ შორის იუვენტუსმა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, ისკო იუვენტუსში გადასვლას არ აპირებს და კარიერის გაგრძელება კარლო ანჩელოტისთან, ევერტონში სურს.