Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ისკოს ტრანსფერში მილანს იუვენტუსი გაუწევს კონკურენციას

იტალიური გამოცემა Sportal.it-ის ინფორმაციით, მილანის შემდეგ მადრიდის რეალის შემტევი ნახევარმცველის ისკოს გაფორმების სურვილი იუვენტუსმაც გამოთქვა.

ბოლო წლებში ესპანელი ფეხბურთელი იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს და ის მაქს ალეგრის ერთ-ერთ ფავორიტი ფეხბურთელია. ისკო მადრიდის რეალის გეგმებში აღარ შედის და ბლანკოსი მზად არის ფეხბურთელი დაახლოებით 17-18 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ისკოს ბოლო კვირეები მილანს უკავშირებენ, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს, მაგრამ როსონერის ჯერჯერობით მის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს და შესაძლოა გუნდებს შორის ფეხბურთელის ტრანსფერზე სერიოზული დუელი ვიხილოთ.