Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ისკო მილანის პრიორიტეტული სამიზნე ხდება

ბოლო პერიოდში მილანს ჩალჰანოღლუს პოტენციური შემცვლელი არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, თუმცა ბოლო საათებში ყველაზე ხშირად მადრიდის რეალის ისკოს სახელი ისმის.

29 წლის შემტევ ნახევარმცველს ბლანკოსთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბლანკოსმა ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, ამიტომ მათ ფეხბურთელის გაყიდვა ახლავე სურთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რეალი მზად არის ესპანელი ფეხბურთელი 17-18 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისოს, რაც მისი გამოცდილების და კლასის მქონე ფეხბურთელისთვის საკმაოდ ადვეკვატური თანხაა.

წყაროს ცნობით, გუნდებს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობა, რაც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, მილანს საკმაოდ კარგ პოზიციაში აყენებს, მაგრამ როსონერის ფეხბურთელის დარწმუნება მოუწევს, რომ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.