Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ისკო რეალს ტოვებს, პრიორიტეტი იტალიაში გადაბარგებაა

Calciomercato-ს ინფორმაციით, ისკომ რეალის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და იმედი აქვს, რომ იანვარში ახალ გუნდში გადავა.

ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 350 წუთზე ნაკლები ითამაშა, რითიც უკმაყოფილოა და წყაროს მტკიცებიტ, მაგ კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს.

იუვენტუსი ესპანელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია აკვირდება და მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ჯერჯერობით კონტაქტი არ შემდგარა, ტურინელები ფავორიტებად მიიჩნევიან და არც თავად ისკოა იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი.

თუმცა, Calciomercato-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას მილანიც აპირებს. ბოლო წლებში როსონერის და რეალს შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და მალდინის იმედი აქვს, რომ სამეფო კლუბიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაფორმებას მოახერხებს.

მთავარი პრობლემა მილანისთვის ფეხბურთელის ხელფასია. ის სეზონში 6.5 მილიონ ევროს იღებს, ასეთი ხელფასის გადახდა კი მილანის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა როსონერი მზად არის, ფეხბურთელს ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზოს და მისი დარწმუნება ამით მოახერხოს.