Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

„ის პირლოზე სრულყოფილი მოთამაშეა“ რას ამბობდნენ ფეხბურთის ვარსკვლავები ტონალიზე

ჯანლუკა დი მარციო, ფაბრიციო რომანო, პიეტრო ბალზანო, ვიტო ანგელე და სხვა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ტონალის მილანში ტრანსფერი გადაწყვეტილია და ფეხბურთელი როსონერისთან კონტრაქტს კარანტინის გავლის შემდეგ გააფორმებს.

ფეხბურთის უამრავმა გამორჩეულმა ფიგურამ ტონალის დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და სტატიაში რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

რობერტო მანჩინი – სანდრო ტონალი ნაკრებში პირველად გამოვიძახე და მას პირადად ჯერჯერობით არ ვიცნობ, თუმცა ტელევიზორიდანაც კი ჩანს ის უდიდესი ტალანტი და პოტენციალი, რაც მას აქვს.

ტონალის ძალიან ხშირად ანდრეა პირლოს ადარებენ. მაესტრომ სანდროს შესახებ განაცხადა – „მე და ტონალის ერთმანეთს ხშირად გვადარებენ, თუმცა ჩემი აზრით ჩვენ მხოლოდ თმებით ვგავართ ერთმანეთს.

„ის სულ სხვა სტილის ფეხბურთელია, უფრო დახვეწილი და სრულყოფილი. სანდრო დაცვით კომპონენტში ჩემზე ბევრად უკეთესია, დარწმუნებული ვარ, რომ მას წინ უდიდესი მომავალი ელოდება.“

ფრანჩესკო ტოტი – „ტონალი მსოფლიოში უძლიერესი ნახევარმცველი გახდება, როგორც ჯერარდი, დე როსი ან ლემპარდი“

თავად ტონალი კი თავის თავს უფრო გატუზოს ადარებს – „პირლოსთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია, ის დიდი ჩემპიონია, თუმცა ჩვენს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ.

„ჩემი კუმირი ანდრეს ინიესტაა, თუმცა ჩემი აზრით, თამაშის სტილით ყველაზე მეტად ჯენარო გატუზოს ვგავარ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.