Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიანო:“ ვლაჰოვიჩს წინ უდიდესი კარიერა ელოდება“

ფიორენტინას თავკაცმა ვინჩენცო იტალიანომ მილანთან მატჩის შემდეგ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

21 წლის ფორვარდმა მილანის კარში 2 გოლი გაიტანა და მას 2021 წელს სერია ა-ში 27 გოლი დაუგროვდა. მისი კონტრაქტი ფიორენტინასთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და სავარაუდოდ ეს მისთვის ფიორენტინას რიგებში ბოლო სეზონია.

„მას წინ დიდებული კარიერა ელოდება და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მას ბევრი გოლი გააქვს, ის თითოეული ვარჯიშის თუ მატჩის დროს 100 პროცენტით იხარჯება და მაქსიმალურად მოტივირებულია. ის განვითარებისთვის ძალიან ბევრს მუშაობს.

„არ ვიცი, დარჩება თუ არა ის ფიორენტინაში, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ დუშანი გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.“