Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიას ვერატი დაუბრუნდა

იტალიის ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო ვერატიმ გუშინ პესკარასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში 20 წუთი ითამაშა და დიდი ალბათობით ის შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ოთხშაბათს არის ჩანიშნული, მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

ვერატიმ თურქეთთან გახსნითი მატჩი ტრავმის გამო მიიღო, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 28 წლის ფეხბურთელს აძურის განაცხადში ვიხილავთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანჩინი მას სასტარტოში დააყენებს და იტალიის ნახვარდაცვას კვლავ ლოკატელი-ჟორჟინიო-ბარელა დააკომპლექტებენ.