Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიას იმობილე და ძანიოლო გამოაკლდნენ ?

ვერატის და პელეგრინის შემდეგ, აძურის ტრავმების გამო შესაძლოა კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდეს.

იტალიის ნაკრები დღეს 22:45 საათზე ლიტვას დაუპირისპირდება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულისთვის იბრძოლებს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით მანჩინის შესაძლოა ფონს გასვლა ჩირო იმობილესა და ნიკოლო ძანიოლოს გარეშე მოუწიოთ.

RaiSport-ის ინფორმაციით, ორივე მათგანმა იტალიის ბოლო სამწვრთნელო სესია გააცდინეს და მათი თამაში დღევანდელ მატჩში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

წყაროს ცნობით, ჩიროს ჩირომ ვარჯიშის დროს კუნთის ტკივილი იგრძნო და ვარჯიში ვერ დაასრულა, ძანიოლომ კი მარცხენა ბარძაყის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ის თამაშს…