Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიას ისტორიულ რეკორდს 1 ნაბიჯი აშორებს

ევროპის ჩემპიონმა იტალიამ ფლორენციაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთის დამარცხება ვერ მოახერხა, მაგრამ აძური ესპანეთისა და ბრაზილიის რეკორდს გაუთანაბრდა.

2018 წელს იტალიის ნაკრებში რობერტო მანჩინის მისვლის შემდეგ, აძურიმ 35 მატჩი ჩაატარა და არც ერთხელ არ დამარცხებულა, რითიც ესპანეთის და ბრაზილიის რეკორდებს გაუთანაბრდა.

აძურის შემდეგი მატჩი ბაზელში, შვეიცარიის წინააღმდეგ აქვს და თუ რობერტო მანჩინის შეგირდები არც ამ შეხვედრაში არ დამარცხდებიან, იტალიის ნაკრები გახდება პირველი ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ზედიზედ 36 მატჩი არ დამარცხდება.