Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიას კიდევ ერთი ტალანატი ტოვებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალმა ბოლონიასთან ტაკეჰირო ტომიასუს ტრანსფერთან დაკავშრებით შეთანხმებას მიაღწია და ის მეთოფეების რიგებს 20 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.

იაპონელ ფეხბურთელს ზაფხულის განმავლობაში არაერთ გრანდს უკავშირებდნენ, თუმცა არსენალმა ბოლონიას ყველაზე კარგი წინადადება შესთავაზა და ის კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

22 წლის მცველი ბოლონიამ 2019 წელს სინტ-ტრუიდენიდან, 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.