Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიას მანჩინი და ვერატი გამოაკლდა

იტალიის ნაკრებს ხვალ შვეიცარიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება, რომელშიც მანჩინის ვერატისა და ჯანლუკა მანჩინის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

რომას 25 წლის უკანახაზელმა ფეხის ტრავმის გამო ბულგარეთთან მატჩიც გამოტოვა, ახლა კი ნაკრებს საერთოდ გამოაკლდა და რომში დაბრუნდა.

ვერატის რაც შეეხება, მან ბულგარეთთან მატჩის მსვლელობისას მუხლის არეში დაზიანება მიიღო და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ძირითად შემადგენლობაში ვერატის მანუელ ლოკატელი ჩაანაცვლებს.

იტალია C ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი შვეიცარიის ნაკრებია, რომელსაც 6 ქულა აქვს, მაგრამ მათ 2 მატჩით ნაკლები ჩაატარეს.